23:09 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761

რა მოხდა ლაგოდეხში: ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი მოიბა და წყალში გადაეშვა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
1649 0 0

თბილისის ერთი-ერთი კერძო სკოლის „ალბიონის“ დირექტორი ბადრი ჯავახიშვილი საუბრობს ლაგოდეხში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც მათი სკოლის მოსწავლე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი მოიბა და წყალში გადაეშვა

„რა მითითებაც გვაქვს განთლების სამინისტროდან, ყველა წესი დავიცავით. ექსკურსიას გავაყოლე  ფიზკულტურის მასწავლებელი (ვაჟი), ისტორიის მასწავლებელი (ვაჟი), დამრიგებელი და ექიმი. მათ ოთხი უფროსი ახლდათ. 17 მოსწავლე იყო სულ. რომ შეუდგენენ აღმართს, სადაც მდინარე ჩამოდის ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა ვიღაც ტურისტებისგან თოკი იშოვა, მოიბა მუცელზე  და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ, უკან ამოეწიათ“, -ამბობს ბადრი ჯავახიშვილი.

სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვს მამა არ ჰყავდა და დედა მარტო ზრდიდა.

მთავარი თემები