18:09 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802

ხაჭაპურიძე: უსინათლო ვარ, მაგრამ კინოშიც დავდივარ და ექსკურსიებზეც

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

შშმ პირი, ვოლფრამის სინდრომის მქონე მაცაცო ხაჭაპურიძე საუბრობს, თუ როგორ შეძლო აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება, სწავლა და დასაქმება ბევრი სირთულის მიუხედავად.

„სამწუხაროდ, ყველა არ არის ასეთი აქტიური. ჩემი დაც იგივე სინდრომით არის დაავადებული. ისიც სწავლობს, მუშაობს. სულ ორი-სამი ადამიანი ვართ, ვინც აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ. დღემდე დავდივარ ექსკურსიებზე, კინოთეატრებში, რა თქმა უნდა, მეგობრების დახმარებით. მინდა ყველა გამოვიდეს და ჩაერთოს აქტიური ცხოვრების წესში, აკეთონ ის საქმე, რაც სიამოვნებას ანიჭებთ“, – ამბობს მაცაცო ხაჭაპურიძე.

საქართველოში ვოლფრამის სინდრომით სულ 20 ადამიანია დაავადებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ 31 წლის მაცაცო ხაჭაპურიძე. სმენისა და მხედველობის სერიოზულმა პრობლემებმა 24 წლის ასაკში იჩინა თავი. ყველაფრის მიუხედავად, მაცაცოს ხელი არ ჩაუქნევია, ჩვეულებრივად ცხოვრობს, სწავლობს, მუშაობს, დადის კინოთეატრებში, კითხულობს ელექტრონულ წიგნებს და სხვებსაც მოუწოდებს აქტიური ცხოვრებისკენ.

მთავარი თემები