ექიმი ლადო კახაძე: ევთანაზიაც და აბორტიც მკვლელობაა

© photo: Lado Kakhidze / FBლადო კახაძე
ლადო კახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე ევთანაზიაზე საუბრობს.
კახაძე: ისიც უმწეო მდგომარეობაშია და არ შეუძლია აბსოლუტურად არაფრის გადაწყვეტა

„უფალი ჩუქნის ადამიანს ორ რამეს: სიცოცხლეს და ნიჭს. სიცოცხლე — ეს არის ვადიანი საჩუქარი. მას თავისი ვადა აქვს და გარკვეული ვადის მერე ისევ უფალი გადაწყვეტს, როდის ან სად უნდა წახვიდე. უფალი აქ არის, შენში და სხვაგან ნუ ეძებ. მეექვსე მცნებაა „არა კაც კლა“. აბორტი და  ევთანაზია ერთ ჯგუფში გადის. ისიც უმწეო მდგომარეობაშია და მას არ შეუძლია აბსოლუტურად არაფრის გადაწყვეტა“, — ამბობს ლადო კახაძე.

ექიმის თქმით, ბევრი დაავადება, რომელიც საუკუნეების წინ განუკურნებლად ითვლებოდა, დღეს სრულიად განკურნებადია, ამიტომ ადამიანი სანამ სუნთქავს, იმედი უნდა ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0