ჩუგოშვილი: საქართველოს მოსახლეობას უამისოდაც დიდი სტრესი აქვს

© FB / Georgian Dreamთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე საუბრობს.
ჩუგოშვილი: საქართველოს მოსახლეობას უამისოდაც დიდი სტრესი აქვს

„მე, ზოგადად, საარჩევნო კამპანიებში ნეგატიური ელემენტები არ მომწონს. არც საპრეზიდენტო არჩევნებში არ მომწონდა, სადაც, სამწუხაროდ, დიდი დოზით გვქონდა. მგონია, რომ ისედაც ბევრი სტრესი აქვს ჩვენს მოსახლეობას და უფრო იმაზე რომ ველაპარაკოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მათთვის და გავაუმჯობესოთ მათი მდგომარეობა, უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ნეგატიური ელემენტების გამოყენება“, — აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ვიცე-სპიკერის თქმით, ყველაფერი ამომრჩევლის ხელშია და რა არის სწორი ან არასწორი საუბარი, ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ — არა, ამას ამომრჩეველი არჩევნების დღეს გადაწყვეტს თავისი კონკრეტული ხმით.

ყველა ახალი ამბავი
0