01:48 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468

იმნაძე: 1600-მდე ბავშვიდან სისხლში ტყვიის მატება 16 ბავშვს დაუდგინდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
159 0 0

დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაუდგინდათ, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საუბრობს.

„ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოდან. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო“, — ამბობს პაატა იმნაძე.

იმნაძის განცხადებით, კვლევა იუნისეფის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარდა. ლაბორატორიიდან ჩამოსული ანალიზების პასუხებით, 16 ბავშვს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა. რაც შეეხება 2-დან 7 წლამდე ასაკის სხვა ბავშვებს, კვლევის შედეგების მიხედვით, მათ ნაწილს ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაცია მომატებული აქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის.

მთავარი თემები