ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით

© photo: Girchi / FBზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება კანონპროექტს, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, სხვა კონფესიის მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

 

ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით

„ცხადია, არც არავინ მალავს, რომ ეს ინიციატივა პირდაპირ არის მიმართული ერთი კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს არის „ბიბლიური თავისუფლება“. რაც შეეხება დისკრიმინაციული არის თუ არა, დისკრიმინაცია ზოგადად ნიშნავს, რომ კანონი განსხვავებულად ეპყრობა ადამიანთა ერთ ჯგუფს და განსხვავებულად – სხვა ჯგუფებს. ცხადია, ეს კანონპროექტი დისკრიმინაციულია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით, რომელიც გასაუქმებელია“, – ამბობს ჯაფარიძე.

„გირჩმა“ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0