ნაირა გელაშვილი: ასეთი ტიპის კაპიტალიზმმა და დემოკრატიამ მოსპო ყველაფერი, რაც უნდა შენარჩუნებულიყო.
„სწორედ საბჭოთა დროში, რომლისთვისაც პიროვნებასთან ბრძოლა იყო დამახასიათებელი, ჩემს ირგვლივ უამრავი პიროვნება ცხოვრობდა“-ამბობს ნაირა გელაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
ნაირა გელაშვილი- მწერალი, გერმანისტი, მთარგმნელი. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ დირექტორი. თსუ საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის ისტორიის ლექტორი 1975-82წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი. კავკასიის ხელოვანთა გილდიის გამგეობის წევრი.