07:38 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
 Sputnik Грузия
© Sputnik / Alexander Imedashvili

ვლადიმერ ბორცვაძე: ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (33)
44 0 0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა უწყების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შესახებ.

„თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს, რომელთა შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.“ - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (33)

მთავარი თემები