20:14 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0954
  • 100 RUB4.2930
  • USD2.7799

ხათუნა მუზაშვილი: რა მოსდის შეყვარებულ ადამიანს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
176 0 0

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი საუბრობს იმაზე, როგორ გავიგოთ ადამიანი შეყვარებულია თუ არა...

 

„შეყვარებული ადამიანი დროის 70-90% ფიქრობს თავის შეყვარებულზე. ვხედავთ ტურისტულ ბიუროს და ვფიქრობთ – რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად სადმე წავსულიყავი, ვხედავთ რესტორანს და ვფიქრობთ – რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად საღამოს გატარება. ამოჩემებული გვყავს ის ერთი ადამიანი. გვახასიათებს არაადეკვატური ქცევები კონკრეტული ადამიანის დანახვისას, ვართ გათიშულები და ფიქრებით სხვაგან. თუ ადამიანი ორგანიზებული და დაწყობილია, ის ხდება დაბნეული, დაბნეულები კი, პირიქით, ხდებიან ორგანიზებულები“, – აღნიშნა ხათუნა მუზაშვილმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, სიყვარულის „ოთხი სეზონი“ არსებობს: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

მთავარი თემები