ხონელიძე: წითელი ვარდი ნიშნავდა ცეცხლოვანი, ვნებიანი სიყვარულით წვას

© Sputnik / Vladimir Umikashviliთამარ ხონელიძე
თამარ ხონელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ უნდა შეარჩიოთ საყვარელი ქალისთვის თაიგული სარვამარტოდ და რაზე მეტყველებს ყვავილი, ამ თემაზე ჟურნალისტმა თამარ ხონელიძემ ისაუბრა.
ხონელიძე: წითელი ვარდი აღნიშნავდა ცეცხლოვანი, ვნებიანი სიყვარულით წვას

„ყვავილების ენის თანახმად, თუ მორცხვ ახალგაზრდას უჭირდა თავისი გრძნობების გამხელა, თავის გულის სწორს იების კონას მიართმევდა და ითვლებოდა, რომ ამით პირველი ნაბიჯი გადადგა და გაუმხილა გრძნობები. ზამბახები ნიშნავდა ნაზ სიყვარულს, იასამანი გამორჩეული იყო იმით, რომ მხოლოდ ერთხელ, პირველ სიყვარულს ჩუქნიდნენ. ხოლო წითელი ვარდი ნიშნავდა ცეცხლოვანი, ვნებიანი სიყვარულით წვას“, – განაცხადა რადიო „იმედის“ ეთერში თამარ ხონელიძემ.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ყვავილის რაოდენობასაც. ერთი ვარდი ნიშნავს, რომ ერთადერთი ხარ, განუმეორებელი. ხუთი ეს უკვე აღსარებაა და ნიშნავდა – მიყვარხარ. შვიდ ყვავილს ტრადიციულად ნიშნობის დღეს ჩუქნიდნენ რჩეულს, ცხრას კი მეგობრობის ნიშნად.

 

ყველა ახალი ამბავი
0