მათითაშვილი: შეიძლება თუ არა ადამიანს გრიპი უნიტაზიდან გადაედოს

© photo: The Doctors / FBკოტე მათითაშვილი
კოტე მათითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს იმაზე, მითია თუ რეალობა, რომ ადამიანს გრიპი შეიძლება უნიტაზიდან გადაედოს.
მათითაშვილი: შეიძლება, თუ არა ადამიანს უნიტაზიდან გრიპი დაემართოს

„თეორიულად უნიტაზიდან გრიპის გადადება არის რეალობა. გრიპის ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს უნიტაზის დასაჯდომზე. უნიტაზის დასაჯდომზე გრიპის ვირუსის მოხვედრიდან ორი დღის განმავლობაში კი ის ვირუსით ინფიცირების საფრთხეს წარმოადგენს. ვირუსი კანზე შეხებით არ გადადის, ის თქვენ სასუნთქ გზებში უნდა მოხვდეს. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი თქვენ სახესთან მოხვდება. შემიძლია დავიფიცო, რომ უნიტაზიდან გრიპი არასოდეს გადამდებია“, – ამბობს კოტე მათითაშვილი.

რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, ექიმის თქმით, ისინი უნიტაზის სახურავის საშუალებით არ გადადის, რადგან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები და ორგანიზმები 10 წამსაც ვერ ძლებენ ორგანიზმს გარეთ გარემოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0