ჭარელაშვილი: ღმერთს ისე უნდა შეეხო, რომ აღარ მოგინდეს მისი ხელის გაშვება

გამოწერა
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური გურამ ჭარელაშვილი მირქმის დღესასწაულსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ჭარელაშვილი: ღმერთს ისე უნდა შეეხო, რომ აღარ მოგინდეს მისი ხელის გაშვება

„შესაძლოა, მირქმის საუფლო დღესასწაულს თანამედროვე რეალობაში ნაკლებად ვიცნობთ, მაგრამ ამ დღის გასაცოცხლებლად ეკლესიაში ხშირად იკითხება მე-40 დღის ლოცვა. ზუსტად ეს დღე იყო, როცა მარიამმა და იოსებმა მიიყვანეს ჩვილი იესო იერუსალიმის ტაძარში, სვიმეონ მიმრქმელთან... რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, ქრისტეს მადლის გარეშე ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება. თუ არ ჩაეჭიდე, არ ჩაეხუტე, არ შეიყვარე ღმერთი, ძალიან ძნელია ცოდვას ხელი გაუშვა“, – ამბობს გურამ ჭარელაშვილი.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0