„ამ დროს ჩვეულებრივი, მშვიდი ადამიანი იღვიძებს და არის ჭირვეული, მოუსვენარი, აქვს უმადობა. ეს ჭირვეულობა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც აქვს ძილის დეფიციტი, აუცილებლად უვლინდება შესაბამისი ნიშნები“, — ამბობს თამარ ობგაიძე.
სპეციალისტის განცხადებით, ბავშვებს უძილობის დროს მედიკამენტები იშვიათ შემთხვევაში ენიშნებათ.