მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ ასევე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა კენჭს იყაროს მეორე ვადით.

დღეს საქართველოს მოსახლეობა  ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა, ვინაიდან ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და ამიერიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს  შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

ცესკოს მონაცემებით,  საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0