ჩხუტიაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ განათლების სამინისტროს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას

© FB / Beso Chkhutiashviliბესო ჩხუტიაშვილი
ბესო ჩხუტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტი ბესო ჩხუტიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვას ეხმიანება.
ჩხუტიაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ განათლების სამინისტროს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას

„ახლა როდესაც გვეუბნებიან, რომ აბიტურიენტები ვეღარ შევძლებთ ამ უნივერსიტეტში ჩაბარებას გვიწევს ალტერნატიული გზების ძებნა. დრო იმდენად მცირეა, რომ ახალი უნივერსიტეტების მოძიება და მათი პროგრამის გაცნობა ძალიან რთულია. მოვუწოდებ და ვთხოვ განათლების სამინისტროს, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს ჩხუტიშვილი.

ბესო ჩხუტიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან მენეჯმენტზე სწავლას აპირებდა, თუმცა გეგმების განხორციელებაში ხელი შეეშალა, რადგან აკრედიტაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა. მიზეზად სასწავლებლის მხრიდან დავალიანება - 700 ათასი ლარი სახელდება. მისი სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში მზადაა, გადაიხადოს აღნიშნული თანხა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0