02:17 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417

გაგოშიძე: ასე ფიქრობს ყველა მშობელი, არაფერს იშურებს და მერე უკვირს, როცა უკუღმა გამოდის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, რას აკეთებენ მშობლები იმისთვის, რომ ბავშვებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ და რა შედეგი მოაქვს ამას.

„არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრლებ. მშობლები დღეს არიან ძლინ მძიმე მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, გაიკეთონ კარიერა და ა.შ. ასე ფიქრობს ყველა მშობელი, ამისთვის კი არაფერს არ იშურებს და მერე ძალიან უკვირს, როცა უკუღმა გამოდის“, — ამბობს გაგოშიძე.

ფსიქოლოგის თქმით, არასწორია მიდგომა, როცა მშობელი ფიქრობს, რომ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა უნდა ისწავლოს ბავშვმა კარგად, რადგან მშობელი ინვესტიციას დებს ამაში. მისივე თქმით, პირველივე კლასიდან ფიქრობს მშობელი, რომ დრო არ დავუტოვოს ბავშვს  თვისუფალი დრო, რადგან თავისუფალი დრო „კრიმინალია“  შვილებისთვის.

მთავარი თემები