მდინარაძე: პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები სიმყარით არ გამოირჩეოდა

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ განიხილავს, განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე: პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები სიმყარით არ გამოირჩეოდა

„საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ ბოლო შეხვედრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინც და მაინც სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამების ტრანსლირების და საავტორო პროგრამების ტენდერის გარეშე შესყიდვის უფლებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0