ნანა ღონღაძე: დავრწმუნდი, რომ ადამიანს მართლა ყველაფერი შეუძლია
„როცა აქ ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე, კადრში ვერ ვიღიმებოდი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს” ნანა ღონღაძემ.
ნანა ღონღაძე – საქართველოს ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტი და საკავშირო ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი. იგი ტელევიზიაში 70-იან წლებში მივიდა, იყო სხვადასხვა თემატიკის საავტორო გადაცემების ავტორი, აშუქებდა სამთავრობო რანგის შეხვედრებსა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.