ლევან კალანდაძე: საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უნდა გაუქმდეს

© FB/ Levan Kalandadzeლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უახლოეს წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) შემცირება უნდა გახდეს, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს
ლევან კალანდაძე: საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უნდა გაუქმდეს

„მთავრობის  მთავარი ამოცანა სისტემური ცვლილებების გატარება უნდა გახდეს და არა რომელიმე სამინსიტროს ან მინისტრის პორტფელის გაუქმება“- აღნიშნა ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში

«საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.“- წერია კანონში სსიპ-ების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები, რის საფუძველზეც სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0