23:59 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლევან დავითაშვილი
© Sputnik / Alexander Imedashvili

დავითაშვილი: სამინისტროების გაერთიანება მათ ეფექტურობას გაზრდის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში ყველა იმ ფუნქციის შენარჩუნება იგეგმება რომელიც თითოეულ ამ სამინისტროს ჰქონდა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია Imedi -ს ეთერში

„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც ამ სამინისტროებს ჰქონდათ და როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს გაერთიანება თითოეული მიმართულების გაძლიერებას გულისხმობს და არამც და არამც ეს დასუსტება არ იქნება“ — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდის სურვილით ახსნა.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, განახლებული უწყების ხელმძღვანელი გახდება სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მთავარი თემები