00:52 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562

კალანდაძე: Doing Business-ის რეიტინგი საქართველოს ცნობადობას ზრდის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

საერთაშორისო რეიტინგებში დადებითი შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.

კალანდაძე: Doing Business-ის რეიტინგი საქართველოს ცნობადობას ზრდის

„მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშში საქართველოს არც ერთ კომპონენტში გაუარესება არა აქვს. ჩვენ 10 კომპონენტიდან 6-ში გვაქვს გაუმჯობესება, 4-ში კი ვინარჩუნებთ არსებულ პოზიციებს, რაც პრაქტიკულად, აქამდე არ მომხდარა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ე. წ. „სუსტი წერტილები“ — განუცხადა  ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე.

ეკონომისტის აზრით, მსოფლიო ბანკის  რეიტინგში ასახული  პროგრესი ხელისუფლების დამსახურებაა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს მაჩვენებელი 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.

მთავარი თემები