07:14 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ანაკლიის პორტი
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia

რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისთვის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ქვეყანას მთელი სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საშუალებას მისცემს, განაცხადა ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ

„ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის გარეშე ჩვენ, ალბათ, 80%-ს ვერ ავითვისებთ იმის, რაც ქვეყანას გააჩნია. დასრულდა ერთი ეტაპი, ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობა იწყება"- აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი. თავდაპირველად მშენებლობის დაწყებას ნოემბერში გეგმავდნენ.

მთავარი თემები