თემურ კილაძე: ახლა მეოთხე წიგნზე ვმუშაობ
„2002 წელს ბაშკირეთში მინისტრი გავხდი“- განუცხადა “Sputnik- საქართველოს” თემურ კილაძემ.
თემურ კილაძე ქიმიკოსი, პროფესორი, ბიზნესმენი და მწერალია. საქართველოდან 18 წლის ასაკში წავიდა და 2008 წელს დაბრუნდა. მოსკოვში გუბკინის ინსტიტუტის ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა. ნავთობის ბიზნესში საქმიანობამ წარმატება და მატერიალური უზრუნველყოფა მოუტანა. შეყვანილია ბაშკირეთის ენციკლოპედიაში. საქართველოში ჩამოსვლისას მწერალი გახდა და ოთხი წიგნი გამოსცა.