ასათიანი: ითვლება, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, სინამდვილეში ერთი შეშინებული ქალი ვარ

© FB/ Maya Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი მაია ასათიანი საკუთარი ხასიათის თვისებებზე საუბრობს, როგორია მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება.
ასათიანი: ითვლება, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, სინამდვილეში ერთი შეშინებული ქალი ვარ

„როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ერთი შეშინებული ქალი ვარ, რომელსაც მუდმივად ეშინია ცხოვრების, რომელიც მუდმივად თვითგადარჩენისთვის იბრძვის და რომელშიც მუდმივად ცხოვრობს 15 წლის თინეიჯერი, შეშინებული გოგო“, — ამბობს მაია ასათიანი.

ჟურნალისტის თქმით, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება, მართალია, უსუსურია, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს, თვით უახლოესი ადამიანებიც კი. ასათიანის განმარტებით, სწორედ ამიტომ ითვლება, რომ მყარი ფსიქიკა აქვს, ძლიერი ადამიანია, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.

ყველა ახალი ამბავი
0