19:21 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ნონა ანთაძე
© Sputnik/ მერი ბლიაძე

ნონა ანთაძე: იასამნების გამრავლების საუკეთესო მეთოდია კალმით გამრავლება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
1510

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნონა ანთაძე საუბრობს, როგორ და როდის უნდა გავამრავლოთ იასამანი.

„საუკეთესო მეთოდია კალმით გამრავლება. ცოტა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან სპეციალური ტენი სჭირდება. მასიური ყვავილობის დროს უნდა აიჭრას. სპეციალური ტენი უნდა იყოს იმ სივრცეში და ტემპერატურა უნდა იყოს მაღალი, დაახლოებით 28 გრადუსის ზემოთ“, — ამბობს ნონა ანთაძე.

ქალბატონი ნონა თბილისში არსებული საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთის კურატორია. ნაკვეთში მას 75 ჯიშის იასამანი აქვს გაშენებული. მებაღის დახმარებით ყოველ წელს ამრავლებს და სათუთად უვლის მათ.

მთავარი თემები