გია ხუხაშვილი: საქართველო და რუსეთი უმაღლეს დონეზე შესახვედრად მზად არ არიან

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება, განუცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
გია ხუხაშვილი: საქართველო და რუსეთი უმაღლეს დონეზე შესახვედრად მზად არ არიან

 

უმაღლეს დონეზე შეხვედრები უბრალოდ შეხვედრებისთვის არ იმართება. იქ გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ამის საფუძველი კი ჯერჯერობით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ამ ეტაპზე აზრი არა აქვს", — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-რუსული ურთიერთობები შეაფასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0