ლევან კალანდაძე: დავოსისგან კონკრეტულ პროექტებს არ ველოდები

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავოსის ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო ბიზნეს-ელიტის პოლიტიკური განცხადებების პლატფორმაა და იქ კონკრეტულ პროექტებზე შეთანხმება მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.
ლევან კალანდაძე: დავოსისგან კონკრეტულ პროექტებს არ ველოდები

 

საქართველოს დელეგაციას დავოსის ფორუმზე, ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის აქვს ხოლმე კონკრეტული დღის წესრიგი — საქართველოს გაცნობა, ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩინება და იმ პოლიტიკური განაცხადის კარგად მიწოდება ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტისთვის, რომლებიც, ზოგადად, მონაწილეობენ მსოფლიოში საინვესტიციო თუ ბიზნეს–პროექტების გადაწყვერტილებების მიღების საქმეში", — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

იანვრის ბოლოს გამართულ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ფორუმის წევრები მსოფლიოს 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაციაა. ფორუმის წევრი ტიპური კომპანია — წელიწადში 5 მლრდ დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0