კალანდაძე: ხელისუფლებამ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იზრუნოს

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე უნდა გააკეთოს , რისი მთავარი საფუძველიც ეკონომიკური ზრდაა, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.
კალანდაძე: ხელისუფლებამ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იზრუნოს

"რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ადგილებიც იქმნება და თვითდასაქმებულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც არის. მაგრამ ადამიანები თავს უმუშევრად თვლიან, რადგან მათი შემოსავალი ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე, რისი მთავარი საფუძველიც ეკონომიკური ზრდაა", — მიაჩნია კალანდაძეს.

კალანდაძის  აზრით, ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას მნიშვნელოვანია მზარდი ტენდენციის არსებობა. მაგალითად, თუ 2017 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი უფრო მეტი უნდა იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0