უკანაფშავს საშუალო სკოლა ექნება

გამოწერა
ბოლო 20 წელიწადში უკანაფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 დარჩა. „Sputnik“- ს შუაფხოს სკოლის დირექტორი ირმა ცქიფაშვილი არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
უკანაფშავს საშუალო სკოლა ექნება

„სექტემბრიდან ჩვენს სკოლაში სწავლა 12-წლიანი გახდება, რაც ყველას ძალიან გვახარებს. მადლობა ყველას, ვინც თითო სიტყვა შეგვაწია, რომ ოცნება აგვსრულებოდა, მადლობა დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს“, — განაცხადა ცქიფაშვილმა.

12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა აქვს, სადაც მოსწავლეები არასრულ საშუალო განათლებას იღებენ, რის გამოც სკოლა ბევრმა ბავშვმა დატოვა.  ადგილობრივები დიდ გულისტკივილს გამოთქვამდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ახლახან მათ  ოცნება აუხდათ: სექტემბრიდან შუაფხოს საშუალო სკოლაში სწავლა 12-წლიანი გახდება.

ირმა ცქიფაშვილი შუაფხოს სკოლის დირექტორია. იგი 10 შვილის დედაა. ქალბატონ ირმას სკოლაში სულ 17 მოსწავლე ჰყავს, აქედან 6 მისი შვილია.

ყველა ახალი ამბავი
0