კალანდაძე: ეკონომიკური პროცესების ეფექტურობა კვირიკაშვილის კომფორტზეცაა დამოკიდებული

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილს ახალ მთავრობაში საკმაოდ კარგი ეკონომიკური გუნდი ეყოლება, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
კალანდაძე: ეკონომიკური პროცესების ეფექტურობა კვირიკაშვილის კომფორტზეცაა დამოკიდებული

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გუნდია ჩამოყალიბებული პერსონალიების დონეზე. და, რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს, ეს გუნდი საკმაოდ კომფორტულია თვითონ გიორგი კვირიკაშვილისთვის, რადგან ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მომავალში ეკონომიკური პროცესების ეფექტურობა", – თვლის ლევან კალანდაძე.
საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა.

პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მან დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. ეკონომიკის სამინისტროს ბიზნესმენი გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს — ზურაბ ალავიძე.

ყველა ახალი ამბავი
0