საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული იდეა“.- ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო პრესცენტრში "რია - ნოვოსტი" „ქართული იდეის“ თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ განაცხადა. პრესკონფერენციაზე სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, „საქართველოს დაზარალებულთა სოლიდარობის კავშირის“ დამაარსებლებმა ზაალ ჟვანიამ და თორნიკე მოლაშვილმა. რეპორტაჟი პრესკონფერენციიდან მამუკა ფიფიამ მოამზადა.