მრგვალი მაგიდა: „სასამართლო რეფორმა საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები"

© photo: Sputnikსაქალაქო სასამართლო
საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 16 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები".
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკურ წრეებში ცხარე პოლემიკა მიმდინარეობს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებს კლანები მართავენ, ხოლო მმართველ პარტიაში ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.
ამასთან სასამართლო სისტემა საქართველოში ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების საფუძვლიანი რეფორმის ჩატარებისკენ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
- ადვოკატი შალვა ქურდაძე;
- იურისტი გიორგი ხუროშვილი;
- სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.
ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C
მასმედიის აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com
ყველა ახალი ამბავი
0