პრესკონფერენცია: საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში – პროგნოზები

© Sputnik / Alexander Imedashvili Sputnik-ის მიკროფონი
 Sputnik-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
 „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში – პროგნოზები“ ხუთშაბათს, 18 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და თვითგადარჩენის გზებს ეძებს. პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად 2020 წლის აპრილში მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების აღმოსაჩენად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

როგორი იქნება  მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები საქართველოსთვის? როგორ გააგრძელებს ცხოვრებას ქვეყანა პოსტპანდემიურ პერიოდში? როგორ აღდგება ტურიზმი და ბიზნესი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

– საქართველოს ბიზნეს–აკადემიის წევრი რომან რურუა;
– პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი პაატა გიორგაძე.

პრესკონფერენცია გაიმართება  „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.

ყველა ახალი ამბავი
0