წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის
მრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება სტაბილური გახდეს - ეს აქტუალური თემა თბილისში ექსპერტებმა განიხილეს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართველმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე წამოაყენებს. მთავარი პირობა - ბუნებრივი რესურსების გამოყენებაა.

ეს თვალსაზრისი მათ გაიზიარეს მრგვალ მაგიდაზე თემაზე „საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომელიც „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა. შეხვედრის სპიკერები გახდნენ  საქართველოს ბიზნეს-აკადემიის წევრი რომან რურუა; საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა გიორგაძე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის

„მეცნიერების წყალობით დადგინდა, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, რომელიც ისე ესაჭიროება მსოფლიოს. მილიონი ბავშვი წლის განმავლობაში წყურვილისგან, უწყლობით იღუპება. და არავინ აქცევს ყურადღებას ამ სიმდიდრეს, რომელიც ბუნებამ გვიბოძა”, - აცხადებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს - Sputnik საქართველო
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზაცია პრიორიტეტულია

ეკონომიკის ზრდის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ხერხს იყენებს. 2020 წლის აქტუალურ ტენდენციებს შორისაა ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზაცია. მთავარი სასარგებლო წიაღისეულია მანგანუმი, ქვანახშირი და ნავთობის მცირე მარაგი.

მიუხედავად ამისა, ყველაზე ღირებულ პროდუქტად სასმელი წყალი რჩება. სწორედ მას მიიჩნევენ ექსპერტები ყველაზე კონკურენტუნარიან რესურსად.

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის პაატა გიორგაძის თქმით, ქვეყანაში 59 ათასი კილომეტრის სიგრძის 26,6 ათასი მდინარეა, რაც ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ რეპროდუქციას. ქვეყანას შეუძლია ერთ დღე-ღამეში 26 მილიარდი ლიტრი წყლის წარმოება. გიორგაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის წყლის რესურსები საკმარისი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ სხვა ქვეყნების საჭიროებისთვის.

© Sputnik / Vladimir Umikashvili საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა გიორგაძე;
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს - Sputnik საქართველო
საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა გიორგაძე;

„დედამიწაზე 7,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. თუ ყოველდღიურ ნორმას გამოვთვლით, ადამიანებს სასიცოცხლოდ სჭირდება 18,5 მილიარდი ლიტრი. ჩვენი პროგრამის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს ყოველწლიურად შეუძლია საზღვრებს გარეთ 50 მილიონი ტონა წყალი გაატაროს. ქვეყანა უნდა გახდეს სასმელი წყლის ინდუსტრიული მწარმოებელი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან ”, - დარწმუნებულია პაატა გიორგაძე.

საქართველოში მიწისქვეშა წყლების მარაგი წამში 573 კუბური მეტრს შეადგენს, აქედან საექსპლუატაციო მარაგი წამში 301 კუბური მეტრია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს ბიზნეს-აკადემიის წევრი რომან რურუა;
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს - Sputnik საქართველო
საქართველოს ბიზნეს-აკადემიის წევრი რომან რურუა;

„წყალი მზა პროდუქტია, რომელიც არანაირ გადამუშავებას არ მოითხოვს. იღებ პროდუქტს მიწიდან, ასხამ ბოთლებში და ყიდი. ჩვენი პროექტის თანახმად, 18 თვეში 190 ქარხნის აშენებაა შესაძლებელი, ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია. ჩვენ გვაქვს გზა, მაგრამ გამტარუნარიანობასთან გვაქვს სირთულეები. დღევანდელ პირობებში ჩვენ შევძლებთ 50 მილიონი ტონა შეფუთული პროდუქციის ექსპორტირებას”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს აკადემიის წევრმა რომან რურუამ.

მისი აზრით, პირველ ეტაპზე პროდუქციის მოპოვებისა და ექსპორტისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან სასმელი წყლის ექსპორტმა შეადგინა 935.4 ათასი დოლარი, ხოლო მინერალურის - 132 მილიონი დოლარი.

საჭიროა ექსპორტის გაზრდა, ხოლო იმპორტის - შემცირება

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარმატებული ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყანამ შიდა წარმოება უნდა გაზარდოს.

„ჩვენ უნდა შევეცადოთ ნაკლები იმპორტის შემოტანას. ჩვენ ვაჭრებს ყველაფერი შემოაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ვალუტა გაედინება ქვეყნის გარეთ. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების დაკმაყოფილება, რათა შევიძინოთ არა უცხოეთში, არამედ საკუთარი გვქონდეს. ჩვენთან მოხმარებული პროდუქციის 85% იმპორტირებულია", - მიიჩნევს რურუა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის

სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 12,4% -ით და შეადგინა დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტი შემცირდა 0.8% -ით და შეადგინა დაახლოებით 9.1 მილიარდი დოლარი.

საქართველოდან ექსპორტზე პროდუქციის ფართო სპექტრი გადის - სპილენძის მადანი და კონცენტრატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი მანქანები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა თხილეული და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0