19:47 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (962)
3901

ბავშვები და მათზე ზრუნვა გრიბოედოვის თეატრის მთავარი პრინციპია, რომელიც უკვე მრავალი წელია, თავისი ლამაზი სპექტაკლებით, და არა მხოლოდ, საქართველოს მომავალ თაობებს სიხარულს ანიჭებს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც ფოკუსირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის დახმარებაზე, რადგან მათში ხედავს ჭეშმარიტ მომავალს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ბრიფინგზე თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ განაცხადა.

თბილისი ახალი წლისთვის თითქმის მზადაა>>

მხოლოდ 2019 წელს გრიბოედოვის თეატრმა თავისი საახალწლო წარმოდგენების ბილეთები დაახლოებით 7 ათას ბავშვს აჩუქა. ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების, ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ბავშვები, ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, თავშესაფრის, დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრების, ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდების აღსაზრდელები.

Брифинг Николая Свентицкого: Новогодняя программа Грибоедовского театра
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ნიკოლაი სვენტიცკის ბრიფინგი

საქველმოქმედო საქმიანობას გრიბოედოვის თეატრი ფონდ „ქართუსთან" თანამშრომლობით ახორციელებს.

„გრიბოედოვის თეატრი უზარმაზარ საქველმოქმედო პროგრამას აკეთებს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ თეატრს ქვეყნის მასშტაბით არ გაუკეთებია და, ღმერთმა ქნას, გააკეთოს, ასეთი საქველმოქმედო პროგრამები. თუ მართალი არ ვარ, მომიყვანეთ ნებისმიერი მაგალითი და უზარმაზარ მადლობას გეტყვით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის", – განაცხადა სვენტიცკიმ.

გრიბოედოვის თეატრი უკვე 13 წლის განმავლობაში ეხმარება ფოთის ბავშვთა თავშესაფარს: ყოველწლიურად, ორ სეზონზე – ზაფხულსა და ზამთარში, მის აღსაზრდელებს უმზადებს საჩუქრებს – თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თეთრეულს, ტკბილეულსა და სხვ.

საახალწლო ზეიმზე, 27 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით გრიბოედოველები თავიანთ საუკეთესო მუსიკალურ სპექტაკლებს წარმოადგენენ. მათ შორისაა „ბურატინო", „კარლსონის თავგადასავალი", „მაუგლი", ასევე გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორის ნიკუშა ჩიკვაიძის სპექტაკლის „თოვლის დედოფალი" საპრემიერო ჩვენება. ამ სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 27 და 28 დეკემბერს შეძლებს.

„ზამთრის არდადეგების დროს 20-ზე მეტი საახალწლო წარმოდგენა გვექნება. თეატრში 15 ათასზე მეტი ნორჩი თბილისელი მოვა. ბილეთების უდიდესი ნაწილი, 90% უკვე გაყიდულია. ვინდ დააგვიანა, შეიძლება ითქვას, წააგო", – განაცხადა სვენტიცკიმ.

საახალწლო სპექტაკლებზე ბილეთებთან ერთად ბავშვები ასევე მიიღებენ ტკბილეულსა და ქართველი ბავშვებისთვის ადაპტირებულ რუსულ ლიტერატურას. ამჯერად ბავშვებს აჩუქებენ საშა ჩორნის პოეტურ კრებულს „საბავშვო კუნძული", რომელიც ილუსტრაციებით გააფორმა ქართველმა მხატვარმა მაია კობოსანიძემ.

თემები:
საქართველო და კულტურა (962)

მთავარი თემები