პრესკონფერენცია: ქართული ნეკროპოლი ალექსანდრე ნეველის ტაძარში

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის გუმბათი
ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის გუმბათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღმოჩენილი ქართული ნეკროპოლის აღმოჩენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ხუთშაბათს, 20 ივნისს გაიმართება Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.

სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღმოჩენილი ქართული ნეკროპოლის აღმოჩენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ხუთშაბათს, 20 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.

ალექსანდრე ნეველის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და დაცვის საკითხების ხელმძღვანელის თანაშემწე ალექსეი ოდინცოვი ისაუბრებს იმ უნიკალურ აღმოჩენაზე, რომელიც ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას გაკეთდა. კერძოდ, საბჭოთა პერიოდის ნაგებობების დემონტაჟისას ტაძრის ტერიტორიაზე ქართული სამეფო ოჯახის წევრებისა და დიდებულების სამარხები იპოვეს, სულ 38 გვარისა.

ალექსეი ოდინცოვი მედიის წარმომადგენლებს გააცნობს საფლავების ქვების კონსერვაციისა გეგმას და ასევე უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ვიწვევთ მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ჩატარდება მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი 61. მე-5 სართული, ბლოკი С.

მედიასაშუალებების აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com

ტელეფონი: +995555908977.

გამოგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com-ზე და გახდით Sputnik-საქართველოს მულტიმედიური პრესცენტრის ანონსების e-mail-გამომწერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0