00:13 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
ტურისტები მცხეთაში

ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: როგორი იქნება 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას მიეძღვნება, „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში ხუთშაბათს, 16 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ დარგს, ქვეყანაში ეძებს ტურისტების მოზიდვის ახალ გზებს, ვითარდება ახალი მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში ჩამოსული მოგზაურების მოთხოვნებს მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს.

ყოველწლიურად, სომხეთიდან, დაახლოებით ნახევარი მილიონი ტურისტი ჩამოდის და  შვებულებას საქართველოში ატარებს.  რა სიახლეები მოამზადეს ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა დამსვენებლებისთვის? რა შეუძლიათ შესთავაზონ ქართველ ტურისტებს სომხურმა კომპანიებმა? ტურიზმის განვითარების შესახებ ექსპერტების პროგნოზებზე, ტურისტულ ბაზარზე ერთობლივი მუშაობის გეგმებზე, ტურისტული კომპანიების მუშაობის განსაკუთრებულობზე, ტურისტებისთვის საინტერესო წინადადებებსა და სხვა საკითხებსზე ვიდეოხიდის მონაწილეები იმსჯელებენ:

თბილისში:

- ტურიზმის ექსპერტი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო კვარაცხელია

- საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი ეკატერინე ლომაძე

ერევანში:

- ტურიზმის ექსპერტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტურისტული ფირმა First Travel-ის დირექტორი კარენ ანდრეასიანი 

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

მთავარი თემები