03:00 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
SputnikPro მასტერ-კლასი ჟურნალისტებისთვის

SputnikPro: იმისათვის, რომ კარგი ტექსტი არ „მოკვდეს“, სწორად უნდა მიაწოდო

© Sputnik / Alex Shlamov
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა ევგენი კაზარცევმა დამწყები ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა პროექტ SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი იყო.  

საქართველოში პროექტი 2018 წელს დაიწყო. პირველი მოდული მოიაზრებდა ქართული მედიის მთავარ რედაქტორებთაზნ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ხოლო მეორე მოდულმა თავი მოუყარა საქართველოს ბეჭდვით და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს.

SputnikPro мастер-класс для журналистов
© Sputnik / Alex Shlamov
ევგენი კაზარცევი

2019 წლის იანვარში SputnikPro-მ თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. სულ პროექტში მედიის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.  

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

კაზარცევის გამოსვლა ეხებოდა იმას, „რასაც არ ასწავლიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე“. 

Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა აღნიშნა, რომ დღეს ჟურნალისტები პარალელურად მედიამენეჯერებიც უნდა იყვნენ. მისი თქმით,  თუ 50 წლის წინ აუდიტორია ითხოვდა, რომ მოეთხროთ მისთვის რაიმე ამბავი, დღეს მედია სთხოვს აუდიტორიას, წაიკითხოს რამე.

„აუდიტორია სულ უფრო ჭირვეული ხდება და ჩვენ გვიწევს ამ ცვლილებების გათვალისწინება. რატომ ვერ უძლებს ბევრი მედიასაშუალება კონკურენციას? მიზეზი მარტივია: ისინი აუდიტორიაზე ნელა ვითარდებიან, ან საერთოდ არ ვითარდებიან“, — აღნიშნა კაზარცევმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კაზარცევს დარბაზმა შეკითხვები დაუსვა მათთვის საინტერესო საკითხების გარშემო.

„ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით: რაღაც საინტერესო მე შემიძლია ვუთხრა მათ, რაღაც — მათ შეუძლიათ მითხრან.  მედიაველი ერთი გვაქვს, ინტერესი — საერთო, ამიტომ თუ ერთობლივად ვიმუშავებთ და ხარისხს ავწევთ, ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება“, — აღნიშნა კაზარცევმა.

დარბაზში მყოფი ახალგაზრდა ჟურნალისტები ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელს და შეკითხვებსაც სვამდნენ.

SputnikPro мастер-класс для журналистов
© Sputnik / Alex Shlamov
SputnikPro-ს მასტერკლასი

„მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი პროექტია, ვინაიდან ის ახალგაზრდა ჟურნალისტებს აძლევს შანსს, მიიღონ გამოსადეგი ცოდნა უფრო გამოცდილი ადამიანებისგან. კარგია, როცა არსებობენ ისეთი ტრენერები, რომლებმაც იციან, რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს დამწყები ჟურნალისტი“, — აღნიშნა საიტ HotSale-ს რედაქტორმა ლანა ჩეჩელაშვილმა.  

SputnikPro — ეს არის რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ დამწყებ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროგრამა ჟურნალისტებს წარუდგენს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს.

მთავარი თემები