03:00 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
ოჯახი

მრგვალი მაგიდა: საქართველოს დემოგრაფიული განვითარება – საფრთხეები და სცენარი

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)
80 0 0

მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული განვითარება – საფრთხეები და სცენარი“   „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში პარასკევს,  22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს წინაშე სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები დგას. მცირდება შობადობა, იზრდება ქვეყნიდან მიგრაცია.

დემოგრაფების პროგნოზით, საქართველოს შობადობის კიდევ უფრო ვარდნა ემუქრება, რამდენადაც 1990–2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980–1990–იან წლებში.

დემოგრაფები ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობის კლების პრობლემისა და მოსალოდნელი შედეგების  შესახებ ინფორმაცია  გაავრცელონ. დემოგრაფიული პრობლემა შეეხო ევროპასაც. ძლიერი ევროპული სახელმწიფოები კოლოსალურ თანხას ხარჯავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენადაც მსოფლიო რუკიდან ტიტულოვანი ერები, ფაქტობრივად, ქრებიან. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია.

მოსახლეობის შემცირების კუთხით რა რისკების წინაშე დგას საქართველო?  როგორ შესაბამისობაშია შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ? როგორ  უნდა შემცირდეს ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება? დემოგრაფია და დემოგრაფიული ხვრელები როგორ  ზემოქმედებენ ეკონომიკაზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე  მრგვალი მაგიდის წევრები იმსჯელებენ:

– დემოგრაფი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანზორ თოთაძე;

– სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი პეტრე მამრაძე;

– პოლიტოლოგი, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ სიხარულიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

თემები:
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)

მთავარი თემები