ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი: თეატრი და აუტიზმი. კითხვები და პასუხები

© Depositphotos.com / Chrupkaსიტყვა "უტიზმი"
სიტყვა უტიზმი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე საერთაშორისო ფორუმის „თეატრი და აუტიზმი. კითხვები და პასუხები" ფარგლებში "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში პარასკევს, 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი–მინსკი.

მინსკში გამართულ ფორუმზე ბელარუსის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები აუტისტი ბავშვების საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის მსოფლიო გამოცდილების, აგრეთვე ინკლუზიური კოლექტივის შექმნის შესახებ იმსჯელებენ, რა დროსაც გამოყენებული იქნება კორექციულ-განმავითარებელი სწავლება და თეატროთერაპია.

ვიდეოხიდის ფარგლებში თბილისიდან ჩაერთვება ჟურნალისტი, ორგანიზაცია  „მზის შვილების" დირექტორი, სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცის" დამაარსებელი და დირექტორი ინგა ლოლაძე.

მინსკიდან კავშირზე:

- საოჯახო ინკლუზივ-თეატრის "i" დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა კისელიოვა;

- velcom-ის კორპორატიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი ნიკოლაი ბრედელევი;

- თეატრ KAZOU–ს (ნიდერლანდები) სამხატვრო ხელმძღვანელი ჰანს სალემინსკი;

- დახურული სააქციო საზოგადოება Белросстрах-ის გენერალური დირექტორი ვიქტორ ლავრუსენკო;

- IBA IT-парк-ის პერსონალის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ ბუტოვა.

ფორუმის პროგრამას გაეცანით აქ.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

 „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

 

ყველა ახალი ამბავი
0