დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მიმართ მასმედიას არაობიექტურად მიიჩნევს

გამოწერა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საინფორმაციო საშუალებები მათ ქვეყანაში რუსეთის არაობიექტურ სურათს ქმნიან.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთის მოწინავე ქვეყნების მოსახლეობის ნაწილს რუსეთთან მიმართებით საკუთარი საინფორმაციო საშუალებების ობიექტურობის არ სჯერა. ამაზე მეტყველებს Sputnik.Мнения-ს გამოკითხვის შედეგები.

კვლევის თანახმად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის 2018 წლის 9–20 აგვისტოს ჩატარდა, ფრანგების 53%-ს, გერმანელების 50%-ს, ბრიტანელების 47%-ს და ამერიკელების 43%-ს მიაჩნია, რომ მათ ქვეყნებში მასმედია რუსეთის არაობიექტურ სურათს ქმნის. "რუსულ საკითხში" საკუთარ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25%, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 33% და აშშ-ისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის 39-39% ენდობა.

© photo: Sputnikთქვენს ქვეყანაში წერენ თუ არა ობიექტურად რუსეთის შესახებ?
დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მიმართ მასმედიას არაობიექტურად მიიჩნევს - Sputnik საქართველო
თქვენს ქვეყანაში წერენ თუ არა ობიექტურად რუსეთის შესახებ?

საინტერესოა, რომ რუსეთის შესახებ მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მეტად ახალგაზრდა ფრანგები და გერმანელები მიიჩნევენ არასანდოდ: საფრანგეთში აღნიშნულ აზრს ემხრობა 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების 58% 35 წელს ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 51%-ის წინააღმდეგ, გერმანიაში, შესაბამისად, 54% 48%-ის წინააღმდეგ. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პირიქით, უფროსი თაობა უფრო მეტად საუბრობს რუსეთის შესახებ მასმედიის არაობიექტურობაზე: 35 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელების 46% 35 წლამდე ასაკის გამოკითხული რესპონდენტების 34%-ის წინააღმდეგ და, შესაბამისად, უფროსი ასაკის ბრიტანელების 51% ახალგაზრდა თაობის 38%-ის წინააღმდეგ.

Google - Sputnik საქართველო
ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ Google და Facebook–ი ინფორმაციით მანიპულირებენ

გამოკითხვა Sputnik-სთვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4033-მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/– 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.Мнения-ს შესახებ

Sputnik-ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონულ ინტერნეტ-საიტებს 32 ენაზე, მსოფლიოს 130 ქალაქსა და ინტერნეტში ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik–China-ს ხელმომწერების რაოდენობა კი დაახლოებით 9 მილიონს აღწევს. 22 სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე ათობის ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შედის. Sputnik-ის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus, Ifop და forsa. Sputnik.Мнения-ს ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

ყველა ახალი ამბავი
0