06:36 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართული მედიის კითხვებს უპასუხებს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
11420

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა სამშაბათს, 16 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ვიდეო-პრესკონფერენციას გამართავს მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვი.

თბილისში ვიდეო-ჩართვა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება Sputnik საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.

პრესკონფერენციის თემა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბოლო დროს გააქტიურებული საკითხები იქნება: ნატო, თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება. 

ვიდეო-პრესკონფერენციის მსვლელობისას, მარია ზახაროვა პასუხს გასცემს ქართველი ჟურნალისტების, მოლდოვისა და ესტონეთის მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება Sputnik საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე : თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.

მედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტ: +995555908977.

 

მთავარი თემები