ევგენი პრიმაკოვზე წიგნის ავტორის პრესკონფერენცია

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიევგენი პრიმაკოვი
ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევგენი პრიმაკოვისადმი მიძღვნილი წიგნის „Хозяин своего слова" ავტორის პრესკონფერენცია „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში ხუთშაბათს, 12:00 საათზე გაიმართება.

ახალი გამოცემა „Хозяин своего слова. Коллизии жизни Евгения Примакова" კავშირის "Русский клуб" სერიიდან "Русские в Грузии" პოლიტიკისა და დიპლომატიის ერთ-ერთი დიდი ფიგურის, ევგენი პრიმაკოვის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. წიგნის ავტორია პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ვლადიმერ სარიშვილი. პრესკონფერენციაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

სერიაში Русские в Грузии ასევე გამოიცა ტოლსტოის, მაიაკოვსკის, პასტერნაკისა და სხვებისადმი მიძღვნილი წიგნები.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— პუბლიცისტი, წიგნის „Хозяин своего слова" ავტორი ვლადიმერ სარიშვილი;

— საქველმოქმედო ფონდის "ჩვენ განსხვავებულები ვართ" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანდრეი მაქსიმოვი;

— საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროაზიული ალიანსი" წარმომადგენლები გია სულაქველიძე და ვიქტორ კუსიანი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

 

ყველა ახალი ამბავი
0