მრგვალი მაგიდა: როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerსაპატიო ყარაული
საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა ტემაზე „როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოში?“ გაიმართება პარასკევს, 17 აგვისტოს, 14:00 საათზე „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციაში შესწორებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის დარჩება ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი, ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებს. პრეზიდენტი პირადად გადაწყვეტს საკითხებს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის დადგენილების ვეტოს და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განაცხადები უკვე 20-მა კანდიდატმა შეიტანა.

როგორ აშუქებს ქართული მედია წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას? რამდენად ობიექტურად აშუქებს მედია არჩევნებსა და მათი მონაწილეებს? როგორია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი საზოგადოებრივი აზრის, სიმპათიისა და ანტიპათიის ჩამოყალიბებაში კონკრეტული კანდიდატის მიმართ? როგორ კარგად ერკვევა მედია დაპირებებსა და პროგრამებში? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს მრგვალი მაგიდის მონაწილეები განიხილავენ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

— სააგენტო News Day Georgia-ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი;

— პუბლიცისტი მერაბ ხაჩიძე; 

— სააგენტო NewsPress-ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე;

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0