03:39 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
მიკროფონი „Sputnik-საქართველოს პრეს-ცენტრში

ვიდეოხიდი საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

ვიდეოხიდი თბილისი-ბაქო, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, "Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 25 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ას წლისთავს ზეიმობენ. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება.

აზერბაიჯანში რესპუბლიკის დღე 28 მაისს აღინიშნება. ამ დღესასწაულს სხვაგვარად აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე ეწოდება. წელს ქვეყანა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.

ეს ორი მოვლენა თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ სასახლის დარბაზში მოხდა, ანუ, აზერბაიჯანის ახალი მტავრობა თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში ფუნქციონირებდა. თუ როგორ მიმდინარეობდა ახალი რესპუბლიკების ჩამოყალიბების პროცესი, როგორ იბადებოდა თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც დღეს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმა აქვს, ისაუბრებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

— ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი — გია სიამაშვილი

ბაქოში:

— ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი აზად რზაევი;

— კავკასიის ისტორიის ცენტრის დირექტორი რიზვან ჰუსეინოვი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

მთავარი თემები