03:51 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოს და ესტონეთის ნაკრეებებს შორის

მრგვალი მაგიდა: ქართული ფეხბურთის მომავალი

© Sputnik / STRINGER
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
31 0 0

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართული ფეხბურთის მომავალი“ ფეხბურთის ვეტერანების მონაწილეობით გაიმართება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 23 მაისს, 15:00 საათზე.

წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც სსრკ-ის ნაკრებში ერთბაშად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშობდა. მაშინ ქვეყნის მთავარი გუნდის კაპიტნები მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე იყვნენ. ქართული ფეხბურთის საკლუბო დონე საკმაოდ დაბალია. ქართულ გუნდებს ევროპის სათასო ტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვაც არ შეუძლიათ. 

ქართველი ფეხბურთელებს ურჩევნიათ თამაში არა ეროვნულ ჩემპიონატზე, არამედ სხვა ქვეყნებში, ზოგჯერ სუსტ დივიზიონებში. ამ დროს უცხოურ კლუბებში ისინი ხშირად საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებენ.

რა მიზეზით ვერ გამოდის ქართული ფეხბურთი კრიზისიდან და ყველაზე სუსტი ეროვნული ნაკრებების და კლუბების დონეზე რჩება? ამ და სხვა საკითხებზე მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ:

— ფეხბურთის ვეტერანი გია გილიგაშვილი;

- ფეხბურთის ვეტერანი ავთანდილ ქანთარია;

— ფეხბურთის ვეტერანი ილია რუხაძე;

— სპორტული ჟურნალისტი მიხეილ გერაძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები