ვიდეოხიდი „აბრეშუმის გზის ვარსკვლავები" – საქართველო საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი-ბაქო-ბიშკეკი-ასტანა „აბრეშუმის გზის ვარსკვლავები" „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება ხუთშაბათს, 17 მაისს, 12:00 საათზე.

ბათუმში 2018 წლის აგვისტოში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Discover Silk Road Star — „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი", რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გამოვლენ ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიდან.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან ჟიურის წევრები, მონაწილე ქვეყნების წამყვანი პროდიუსერები და ტელეჟურნალისტები. ფინალში მაყურებელს ელოდება გალა-კონცერტი მონაწილეთა და მოწვეული ვარსკვლავების გამოსვლებით. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik ფესტივალის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ ვიდეოხიდის მონაწილეები — Discover Silk Road Star-ის ორგანიზატორები და კონკურსანტები.

თბილისში:

— ფესტივალის დამაარსებლები ნინო შალამბერიძე, თამარ აფციაური, ავთანდილ გვასალია;

— ფესტივალის პროდიუსერები თემო საჯაია, გიორგი წიკლაური;

— რეჟისორი ლაშა ონიანი.

ბაქოში:

— ფესტივალის მონაწილე ემილია იაკუბოვა;

— პროდიუსერი ზახრა ბადალბაილი.

ბიშკეკში:

— ფესტივალის მონაწილე, მომღერალი აბაი სერიკოვი;

— კომპოზიტორი, პოეტი ჯამილა მურატოვა.

მოსკოვში:

— ფესტივალის მონაწილე, მომღერალი დანიელ რუსტამოვი (ტაჯიკეთი).

ასტანაში:

— ფესტივალის მონაწილე, მომღერალი რუსტემ ჟუგუნუსოვი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0