ბრიფინგი: ქართულ-რუსული ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა

© photo: Sputnikსაქართველოსა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა
საქართველოსა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი პოლიტოლოგის ვლადიმირ კირეევის ბრიფინგი თემაზე „ქართულ-რუსული ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა" ხუთშაბათს, 3 მაისს, 15:00 საათზე "Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება.

ვლადიმირ კირეევი — ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტოლოგი, სამოქალაქო საზოგადოება „სახალხო დიპლომატიის" (Народная Дипломатия) ინსტიტუტების განვითარების ფონდის ექსპერტი, პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური პროცესების მკვლევარი. პოლიტოლოგი ისაუბრებს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე მსოფლიო პოლიტიკისა და სომხეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე.

ბრიფინგის მონაწილენი არიან:

— პოლიტოლოგი ვლადიმირ კირეევი;

— ინტერნეტ-ტელევიზია „პატრიოტის" დირექტორი გიორგი ირემაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0