23:30 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
„უკვდავი პოლკის აქციის მონაწილეები

აქცია „უკვდავი პოლკი" გაიმართება თბილისში, გორსა და ბათუმში - დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

საქართველოში აქციის „უკვდავი პოლკი" ორგანიზატორების პრესკონფერენცია „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება ხუთშაბათს, 3 მაისს, 12:00 საათზე

საქართველოში, რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და ბევრ სხვა ქვეყანაში 9 მაისს ტრადიციულად გაიმართება მარში „უკვდავი პოლკი". მოძრაობა „უკვდავი პოლკი" — ესაა შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს მათი წინაპრების გმირობას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მნიშვნელობას. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოვა ქალაქების ქუჩებში, გაივლის მარშით თავიანთი ნათესავების პორტრეტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდნენ ან ზურგში მუშაობდნენ.

აქცია „უკვდავი პოლკი" პირველად 2012 წელს ტომსკში ადგილობრივი ტელეჟურნალისტების ინიციატივით იყო ორგანიზებული.

წელს აქცია გაიმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და გორშიც. აქციის ადგილის, ჩატარების დროისა და მონაწილეების შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციის მონაწილეები უამბობენ:

— საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ლიკა ზახაროვა;

— „უკვდავი პოლკის" ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე;

— საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის „სამშობლო" პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი;

— „საქართველოს კაზაკთა მრავალნაციონალური კავშირის" ატამანი მიხაილ ტელესნიკი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

მთავარი თემები