ვიდეოხიდი: საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნების ავტობაზრის განვითარება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი-ბიშკეკი თემაზე „საქართველოს და დსთ-ის ქვეყნების ავტობაზრის განვითარება“, თბილისში პარასკევს, 2 იანვარს, 12:00 საათზე „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება.

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი მას შემდეგ შემცირდა, რაც 2017 წლის იანვრიდან აქციზი სამჯერ გაიზარდა, ანუ განბაჟების ღირებულება 300%-ით გაიზარდა.

2016 წელს საქართველოში 95 ათასზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რომელთაგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა 50 ათასზე მეტი იყო. 2017 წლის განმავლობაში კი საქართველოში 1500 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შემოიყვანეს.

ყირგიზეთში იაპონიიდან ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა 2016 წლიდან მოქმედებს. ამასთან, 2020 წლიდან აკრძალავენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მგზავრთა გადასაყვანად გამოყენებას. სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა 2018 წლის 1 აპრილიდან აიკრძალება.

მონაწილეები განიხილავენ არსებულ ვითარებას და ისაუბრებენ, უახლოეს მომავალში რას შეიძლება ელოდონ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ავტობაზრები.

ვიდეოხიდის მონაწილეები:
თბილისში:
—  კომპანია Auto Imperia დაAuto Imperia Group-ის დირექტორი დიმიტრი თოდუა;
ბიშკეკში:
—  საზოგადო მოღვაწე აიბეკ ბარათოვი;
ერევანში:
— ფირმა  Nissan-ის წარმომადგენელი გრიგორ გამაზიანი;

ორგანიზაციის „ავტომოყვარულის მეგობარი“ ხელმძღვანელი ტიგრან კეიანი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik საქართველოს"  მულტიმედიურ პრეს-ცენტრში  მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik საქართველოს"  მულტიმედიური პრეს-ცენტრის  ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0